ძლიერმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერმა სეტყვამ ვენახები დააზიანა. სეტყვის შედეგად დიდი ზარალი მიადგა სოფელ ქისტაურსა და ზემო ხოდაშენს. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის განცხადებით, ზარალის დათვლა ხვალ დაიწყება.
“დიდი ზარალი მიაყენა სეტყვამ სოფელ ქისტაურსა და ზემო ხოდაშენს. ზარალის დათვლის კომისია ხვალ შეიკრიბება და შეისწავლის ზარალის ოდენობას. დასეტყვილია ვენახები და მიმდებარე ტერიტორია”, – განაცხადა “საზოგადოებრივთან” საუბრისას ბექა ბაიდაურმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი სეტყვა 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები