იანოშ ჰერმანი: ჩვენ აღვნიშნავთ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც გაჩნდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის

დღევანდელ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც გაჩნდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.
როგორც იანოშ ჰერმანმა რიყის პარკში, ”ევროპის დღის” ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს აღნიშნავენ ევროკავშირის შექმნიდან 60 წლის იუბილეს და ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან მრგვალ თარიღს.
”თუმცა, ჩვენ მარტო წარსულში არ უნდა ვიხედებოდეთ, ჩვენ უნდა ვიხედებოდეთ მომავლისკენ. დღევანდელ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც გაჩნდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს არის: მგზავრობის, სწავლის, ახალი ბიზნესების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობები. ჩვენ სწორედ ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები