კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გენერალ მაზნიაშვილის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ

„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!“

6 მაისი, საქართველოს დაუმარცხებელი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, გენერლის ბიუსტთან, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, მისი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე და კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები კასპში მდებარე მისი სახელობის სკვერში შეიკრიბნენ, გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს.
ღონისძიების შემდეგ მსვლელობა გენერლის მშობლიურ სოფელ სასირეთისკენ გაგრძელდა. ისინი მის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ და მისი ცხოვრებისა და ბრძოლის ეპიზოდების ამსახველი გამოფენა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები