უამინდობამ ყვარელი დააზარალა

უამინდობამ ყვარლის რაიონის სოფელი შილდა დააზარალა. რამდენიმე ოჯახს ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სართულის ნაწილი და ეზო დაეტბორა.
მოსახლეობის თქმით, სანიაღვრე სისტემამ წყლის დიდი ნაკადი ვეღარ გაატარა და საცხოვრებელ სახლებში შევიდა.

„უეცრად წამოსულმა ძლიერმა წვიმამ, პრაქტიკულად ვეღარ დაიტია წვიმის დიდი რაოდენობა და ეზოში შემოვიდა, აივანი დატბორა და ოთახამდეც მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ შლამი და წყალი მუხლამდე იყო. მაგრამ, ამდენი ხანია აქ ვცხოვრობთ და მსგავსი შემთხვევა არ გვახსენდება“, – აღნიშნავს ერთ-ერთი დაზარალებული.

ყვარლის გამგეობაში აცხადებენ, რომ ზარალი მინიმალურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები