საქართველოში იწვიმებს – ამინდის პროგნოზი

საქართველოში 12 მაისამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-28 გრადუსს მიაღწევს. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსი იქნება, თბილისში – 20 გრადუსი.

7 მაისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, დღის პირველ ნახევარში, მზიანი ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-26 გრადუსია მოსალოდნელი, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი 15-20 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, პერიოდულად შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-26 გრადუსი იქნება, თბილისში – 24 გრადუსი.

8 მაისს, საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის თბილისში, კვლავ შენარჩუნდება პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 22-27 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში – 25 გრადუსი.

12 მაისამდე, საქართველოში არამდგრადი, დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები