6 მაისი

10:00
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს.

13:00
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია
მეორე თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესიას მოინახულებს.
მის: აგლაძის ქუჩა (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია)

4:00
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის წარმომადგენლები და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი ნანა ჩინჩილაკაშვილი – 599 50 26 19

20:00
„თბილისი ივენთ ჰოლში“ დავით შანიძის სოლო კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები