ბოლნისელმა მაყურებელმა სცენაზე ,,ჯინსების თაობა“ იხილა

ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე 80-იანი წლების საქართველოს ყველაზე გახმაურებული და ტრაგიკული ისტორია გაცოცხლდა. დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი მაყურებელს, “თავისუფალი თეატრის” დასმა შესთავაზა. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე“, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ისტორიაა, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა. ახალგაზრდების ჯგუფმა საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით, თვითმფრინავი გაიტაცა, სადაც მათ გარდა, სხვა მგზავრებიც იყვნენ, დაიღვარა უდანაშაულო ხალხის სისხლი.
ვინ იყვნენ “თვითმფრინავის ბიჭები? ტერორისტები თუ თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები? ამ კითხვებზე პასუხი თავად მაყურებელს აქვს.
ფსიქოლოგიურმა დრამამ ბოლნისში სრული ანშლაგით ჩაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები