მედიის წარმომადგენლებისთვის მიწის დეგრადიაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში უმასპინძლა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის მიზანია, შეიქმნას კარგად ინფორმირებული და მოტივირებული ჟურნალისტების ჯგუფი კავკასიის სამი ქვეყნიდან, რომლებსაც ექნებათ პრაქტიკული ცოდნა მიწის ეროზიის და დეგრადაციის საკითხებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. შეხვედრაზე პროექტის კომპონენტებზე, მეთოდოლოგიაზე, მიდგომებსა და მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.
შეხვედრა პროექტის – “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების განსაზღვრის პროცესი სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისა (RECC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, გაეროს გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის სამდივნოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები