თბილისში მტკვარში ქალი დაიხრჩო

თბილისში, ხიდიდან მტკვარში ქალი გადახტა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი შუახნის ასაკისაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები