“თუ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, კონკრეტული მიმართულებებით იქნება გარკვეული ფორმატების შექმნის სურვილი, პრეზიდენტი მზადაა საკითხი განიხილოს”

ყველა თანხმდება იმაზე, რომ მომავალი კონსტიტუცია არის ფუნდამენტური საკითხი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრისა და სხვა ინსტიტუციების ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრეზიდენტისა და კამპანია “დაიცავი კონსტიტუციას” შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება, რომ ის მიესალმება მაქსიმალურ აქტივობას.
„მეტიც, პრეზიდენტმა მოუწოდა კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ, რათა საზოგადოება რაც შეიძლება მეტი ჩართულობით იყოს ამ პროცესში წარმოდგენილი და კონსტიტუცია იყოს მაქსიმალურად გამართული, დაბალანსებული. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ერთიანი კამპანიის წარმოებას, ყველას აქვს თავისი გეგმა ამ მიმართულებით. თუმცა, ინტერესი ვისიც არის, რომ უკეთესი კონსტიტუცია მივიღოთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით ამ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი. პრეზიდენტმა შესთავაზა ისიც, რომ თუ კონკრეტული მიმართულებებით იქნება გარკვეული სურვილი, შეიქმნას ფორმატები, ამის განხილვისთვის მზად არის,“- განაცხადა ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები