გიორგი კახიანი: კონსტიტუციური კანონის პროექტი ინიცირებულია

​პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 108 დეპუტატის მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტი ინიცირებულია და მიმდინარე კვირას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება.
„ამას შემდგომ მოჰყვება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნა. შეიქმნება კომისია. სავარაუდოდ, ეს მოხდება უკვე მიმდინარე კვირას. კომისია საქართველოს მოსახლეობას გააცნობს კონსტიტუციური კანონის პროექტს. პროცესი მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები