მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი 146 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინდონეზიაში მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი 146 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ფაქტი ცენტრალურ იავაზე დაფიქსირდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
საბუთების მიხედვით, მბა გხოტო (პაპა გხოტო) 1870 წელს დაიბადა. ამასთანავე, ინდონეზიაში ახალშობილების რეგისტრაცია ოფიციალურად მხოლოდ 1900 წელს დაიწყო, ასე რომ, შეცდომაც არ არის გამორიცხული. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პაპა გხოტოს საბუთების ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს.
როდესაც გხოტოს ეკითხებოდნენ, თუ რა არის მისი ხანდაზმულობის  საიდუმლო, პასუხობდა, რომ „ის ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს“.
პაპა გხოტომ სოფელში იაპონელებთან და ჰოლანდიელ კოლონიზატორებთან ომებზე ისტორიების მოყოლით  გაითქვა სახელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები