ოპოზიციასა და „ბერკუტს“ შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა
კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე წუხელ ოპოზიციასა და „ბერკუტს“ შორის დაპირისპირება განახლდა. დემონსტრანტები ამ დროისთვის ბარიკადებს ამაგრებენ. წუხანდელი დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცავებმა აქციის 14 მონაწილე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ დაკავებულებს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასულ ღამეს არეულობა იყო ჩერკასის ოლქში. ჩერკასის ოლქში ადგილობრივი პოლიციის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა. სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება, ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობები აქვთ ბლოკირებული.