საყოველთაო დაზღვევის ახალი პაკეტის მიხედვით, ე.წ. საშუალო ფენას ჯანდაცვა გაუძვირდება

„ 1 მაისიდან ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევის ახალი პაკეტი ამოქმედდა. ახალი პაკეტის მიხედვით, დაზღვევა უკვე დიფერენცირებულია და სხვადასხვა შემოსავლის მქონე პირები სახელმწიფოსგან განსხვავებულ დახმარებას მიიღებენ. როგორც მედიცინის დოქტორმა,პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველოს“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ახალი სადაზღვევო პაკეტით დაფინანსება შეუმცირდათ ეგრეთ წოდებულ საშუალო შემოსავლის მქონე ჯგუფებს. ეკონომიის გაწევა კი ამბულატორული მკურნალობის დაფინასების ნაწილში და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების ხარჯზე მოხდა. თუმცა ჩიხლაძის თქმით, ცვლილებები არ შეხებია ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, შშმ პირებს… მათ ისევ ის პაკეტი დარჩათ, რითაც აქამდე სარგებლობდნენ.
„ პაკეტები დიფერენცირებულია სოციალური ჯგუფებისა და მათი შემოსავლების მიხევდით. ეს, ზოგადად, სწორი მიდგომაა, მაგრამ არის დაბრკოლებები – გარკვეულ ჯგუფებს, ე.წ. საშუალო შემოსავლის მქონე ჯგუფებს გაუუარესდებათ წვდომა ჯანდაცვის სისტემებზე. მათ გაუძვირდებათ ჯანდაცვა, თუმცა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიცაა სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, შშმ პირები, დარჩებათ იგივე პაკეტი და ულიმიტო მომსახურებით ისარგებლებენ, როგორც აქამდე იყო. საშუალო ფენაში იგულისხმება დაახლოებით მილიონამდე ადამიანი, რომელსაც თვეში 1000- 2 500 ლარამდე შემოსავალი აქვთ. ასევე, ათასი ლარი და ქვემოთ, სტაბილური ან არასტაბილური შემოსავალი.
​წინა პაკეტისგან განსხვავებით, თუ ადამიანი ხარჯავს 500 ლარამდე თანხას, მას სახელმწიფო არ ეხმარება. თუ გადააჭარბებს 500 ლარს, შემდგომ ჩაერთვება სახელმწიფო სხვადასხვა თანადაფინანსებით, ცოტა უფრო გაუარესებულად, ვიდრე აქამდე იყო. ძირითადი სერვისები მოდის ამბულატორიულ მკურნალობაზე, ექიმის გასინჯვაზე, სისხლის ანალიზზე და ასე შემდეგ. ასეთ სერვისებზე ხდება ეკონომია . მოსახლეობის და საშუალო ფენის დიდი ნაწილი უმეტესწილად კი, სწორედ ასეთი სერვისებით სარგებლობს, რადგან გადაუდებელი მდგომარეობა ყოველ მეორე მესამეს არ აქვს და არც ოპერაცია სჭირდება ყველას“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
​ჩიხლაძის თქმით, პროგრამის ხარვეზია ის, რომ ამ პროცესში, ჯეროვნად არ იქნენ ჩართული კერძო სადაზღვევო კომპანიები. მისი თქმით,სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ადამიანს არ აქვს უფლება, გარკვეული მომსახურება კერძო სადაზღვევოსგან იყიდოს და სახელმწიფო დაზღვევას დააშენოს.
„ სახელმწიფო ეუბნება ამ ადამიანებს, მე დაგიფინანსებ, ოღონდ შეზღუდულად და შენ არ წახვალ და კერძო დაზღვევას არ დაიშენებ. შენ, სახელმწიფო, მეხმარები და რაღაც პაკეტს მაძლევ, მაგრამ მე თუ მაქვს საშუალება, რატომ უნდა მეზღუდებოდეს ის, რომ ის სერვისი, რასაც არ მაძლევს საყოველთაო დაზღვევა, მე კერძო დაზღვევისგან შევიძინო. ადრე არ იყო ეს შეზღუდვა. კარგია, რომ დიფერენციაცია მოხდა და ახლა ერთნაირად არ დაუფინანსდებათ 500-ლარიანი და 5000-ლარიანი შემოსავლის მქონეს, მაგრამ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების რიცხვი საკმაოდ დაბალია ქვეყანაში და მათზე გამოთავისუფლებული თანხა მოსახლეობის 99, 2 % ვერ დააფინანსებს. კერძო დაზღვევის ჩართვა მნიშვნელოვანი იქნებოდა. მოსახლეობა ცოტას დაიშენებდა და არ იყიდდა დაზღვევას მთლიანად.
მეორე ის. რომ რისკები. რომელიც ყოველწლიურად აქვს ამ პროგრამას, გადანაწილდებოდა. მთელი რისკი აღარ იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფოზე. ზარალის შემთხვევაში. იზარალებდა კერძო სადაზღვევოც და სახელმწიფოც. ეს უმჯობესი იქნებოდა სამართავადაც, უფრო კარგად გააკონტროლებდნენ სადაზღვევოები იმ თანხაში. რა თანხასაც სახელმწიფო გადასცემდა სამართავად“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.
რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევის კიდევ ერთ სიახლეს – სოციალურად დაუცველთათვის წამლების მიწოდებას, ჩიხლაძის თქმით, საუბარია 200 000 ადამიანზე, რომელთათვისაც უნდა დაიხარჯოს წლის ბოლომდე 3 ნახევარი მილიონი ლარი.
„ეს გამოდის თითო ადამიანზე თვეში დახარჯული 2,5 ლარი. ამ ფასად წამლების შეძენა შეუძლებელია. წამლების ჩამონათვალში არაა საუბარი წამლების ხარისხზე, საუბარია მხოლოდ ფასზე. არ წერია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს წამალი. რა საბუთები, რეკომენდაციები უნდა ახლდეს წამალს, არ წერია. ეს უფრო მოკლევადიან პოპულიზმზე გათვლილი მგონია. ამის სამ მილიონად მოგვარება შეუძლებელია“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები