საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება​

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, რის შემდეგაც ის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნება. პარლამენტში ცვლილებებზე მუშაობის პარალელურად, მმართველი გუნდი დოკუმენტს საერთო საყოველთაო განხილვისთვის ამზადებს, შესაბამისად, მის შემუშავებაში უკვე მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს მხარი 22 აპრილს დაუჭირა. საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ მონაწილეობდა. კომისია მუშაობის დასასრულს ოპოზიციამ დატოვა. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები