იან კელი: ჩვენ ძალიან ვაფასებთ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობა რა თქმა უნდა, გაგრძელდება

ჩვენ ძალიან ვაფასებთ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც იან კელიმ განმარტა, ამერიკული ღირებულებებია დემოკრატია, ანგარიშვალდებული სახელმწიფო, თავისუფალი ბაზარი და სხვა, რის გასაღრმავებლადაც ამერიკამ საქართველოში 4 მილიარდ დოლარამდე დახმარება განახორციელა.
„რა თქმა უნდა, იყო გარკვეული სიძნელეები ამ გზაზე და სწორედ ამიტომაც, ამერიკა ეხმარებოდა საქართველოს, იდგა მის გვერდით და განახორციელა დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის დახმარება და ინვესტიცია საქართველოში“,-განაცხადა იან კელიმ.
ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები