ნინო გვენეტაძე: სწორია, რომ მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა კანონმდებლობით განისაზღვროს

“მართებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა 13-დან 28-მდე უნდა გაიზარდოს”, – აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.
ამასთანავე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეების ზრდასთან დაკავშირებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს.
​„თუ გადავხედავთ შემოსული და განხილული საქმეების რაოდენობას, მოსამართლეთა დღეს არსებული რაოდენობა ვერ აუდის საქმეების განხილვას, რის გამოც მცირედი გაჭიანურება და საპროცესო ვადების დარღვევები ფიქსირდება. მართებული და სწორია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, განისაზღვროს მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა, ხოლო ზედა ზღვარი იქნება უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი”,- განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები