უკრაინა იანუკოვიჩის კუთვნილი 1,5 მილიარდი დოლარის კონფისკაციას მოახდენს

უკრაინის სახელმწიფო ბანკმა „იშადბანკმა“ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის კუთვნილი 1,5 მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოახდინა. ეს თანხები უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემა.
„1,5 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც იანუკოვიჩის და მისი გუნდის ანგარიშებზე იყო გაყინული, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის სახელმწფო ბიუჯეტს გადაეცემა“, – წერია უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში ჩარიცხული ეს თანხები ქვეყნის თავდაცვას და უშიშროების მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები