„ქვეყნის უსაფრთხოება უნდა განისაზღვროს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპებიდან და არა მმართველობის მოდელებიდან“

საპარალამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებას, რომ უშიშროების საბჭო, რა ფორმითაც დღეს არსებობს, თავის დროზე, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იყო შეფასებული, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ვენეციის კომისია მიესალმება უშიშროების საბჭოს საქმიანობის დარეგულირებას ორგანული კანონით, რაც უფრო მაღალ ლეგიტიმაციას აძლევს ამ ინსტიტუტს.
“2010 წელს არის ასეთი დასკვნა გაკეთებული, სადაც საერთოდ არ არის ნახსენები უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე არაფერი, პირიქით, ვენეციის კომისია მიესალმება უშიშროების საბჭოს საქმიანობის დარეგულირებას ორგანული კანონით, რაც უფრო მაღალ ლეგიტიმაციას აძლევს ამ ინსტიტუტს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ განისაზღვრება მმართველობითი მოდელით. ქვეყნის უსაფრთხოება და ის ინსტიტუტები, რომლებიც პასუხობენ გამოწვევებს, იმ მიზანშეწონილობებიდან მომდინარეობს, რაც დღეს, მოცემულ მომენტში გააჩნია ქვეყანას. ასე რომ, ქვეყნის უსაფრთხოება უნდა განისაზღვროს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპებიდან და არა მმართველობის მოდელებიდან. ეს ძალიან ხშირად გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ნახევრადსაპრეზიდენტო ქვეყნებში, სადაც უშიშროების საბჭოები არსებობს და ეს არგუმენტი ასევე არ არის მისაღები”, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები