მოსკოვის მეტროში შეცდომით საჰაერო განგაში გამოცხადდა
მოსკოვის მეტროში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა. დინამიკებიდან ისმოდა „საჰაერო განგაში მოსკოვში“, „ესკალატორი მხოლოდ ქვევით მოძრაობს“. ამასთანავე, სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ესკალატორებიც და მატარებლებიც ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. მეტროპოლიტენის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუდიოინფორმაციის პროგრამის აწყობისას, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული „განგაში“ 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.