შალვა ხუციშვილი: ღოღობერიძესთან გამომძიებლის, ადვოკატისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის გარდა, სხვას შეხვედრა არ ჰქონია

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ღოღობერიძეს დროებითი მოთავსების იზოლატორში „სუს-ის თანამშრომლისთვის ხელის დადებას აიძულებდნენ“, სიცრუეს უწოდებს.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ღოღობერიძეს გამომძიებლის, სახალხო დამცველის წარმომადგენლის და მისი ადვოკატის გარდა იზოლატორში არავინ შეხვედრია.
”ვინმე ყიფიანი არის თუ არა სუს-ის თანამშრომელი, დაადო თუ არა ხელი ღოღობერიძემ მას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთი შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ არანაირ შეხვედრას ღოღობერიძესთან წინასწარი დაკავების იზოლატორში ადგილი არ ჰქონია, გარდა გამომძიებლისა, სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და თავისივე ადვოკატისა. მე მაქვს პასუხისმგებლობა იზოლატორების საქმიანობაზე და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ თემის შემდგომი განვრცობა იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება მისთვის შეთავაზება გაეკეთებინა, მიზანშეწონილი არაა. მე საგანგებოდ მოვიკითხე იზოლატორში დამონტაჟებული ყველა კამერის ჩანაწერი. მათი შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ასეთ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები