„ ბლოკების შექმნას ვეწინააღმდეგები, რადგან ისინი ხშირად სპეკულაციის და პოლიტიკური კორუფციის საგანი ხდებიან“

„ დღეს ჩვენ გვყავს პარტიები, რომლებიც ხშირად ერთი ადამიანის ირგვლივ არსებული ჯგუფებია, თუ ხელისუფლებაში მოვა ის ადამიანი, დარჩებიან მასთან, თუ წავა ეს ადამიანი ხელისუფლებიდან – გადადიან სხვა ადამიანთან, რომელსაც პერსპექტივა აქვს, მოვიდეს ხელისუფლებაში“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალისტების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
ნაცვლიშვილი არ იზიარებს ოპოზიციის გამოთქმულ ვარაუდს, რომელთა თქმითაც კონსტიტუციაში დაგეგმილი საარჩევნო ცვლილებები ქვეყანაში ორპარტიულ პარლამენტს შექმნის. ნაცვლიშვილის თქმით, პროპორციული სისტემა პარტიებს ხელს შეუწყობს, რომ პარლამენტში შევიდნენ, რადგან აღნიშნული სისტემა მოსახლეობის განწყობას მეტნაკლებად სამართლიანად იმეორებს.
​რაც შეეხება ბლოკების გაუქმებას, ნაცვლიშვილის თქმით, ბლოკები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, რადგან მსგავსი გაერთიანებები ხშირად სპეკულაციის და პოლიტიკური კორუფციის საგანი ხდება.
​„ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, პარტიული ლანდშაფტია განუვითარებელი, მაგრამ ამას საარჩევნო სისტემის საფუძველზე ვერ გავაკეთებთ, ამას გააკეთებენ თვითონ პარტიები. პროპორციული სისტემა მეტნაკლებად უფრო სამართლიანად იმეორებს იმ განწყობებს, რომელიც საზოგადოებაშია. საუბარი იმაზე, რომ ორპარტიული პარლამენტის ალბათობა უფრო მაღალია, ეს ასე არ არის. პარტიებმა უფრო შინაარსზე უნდა გააკეთონ აქცენტი, ვიდრე პიროვნებაზე, უნდა იმუშაონ იმ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რომელიც მათი სოციალური საყრდენი გახდება და დამერწმუნეთ, ისინი ბარიერს გადალახავენ. პროპორციული სისტემა ხელს შეუწყობს, რომ პარტიები მოხვდნენ პარლამენტში. რაც შეეხება ბლოკებს, მე ბლოკების შექმნას ვეწინააღმდეგები, რადგან ისინი ხშირად სპეკულაციის და პოლიტიკური კორუფციის საგანი ხდებიან ხოლმე. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები