Freedom House – მსოფლიოში მედიის თავისუფლება ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო 13 წლის განმავლობაში

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის,  Freedom House-ის ინფორმაციით,  მედიის თავისუფლება მსოფლიოში ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო 13 წლის განმავლობაში. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
32 -გვერდიანი მოხსენება მსოფლიოს ქვეყნებში 2016 -2017 წლებში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ მდგომარეობას ასახავს.
Freedom House-ის ინფორმაციით, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს აქვს წვდომა თავისუფალი მედიისადმი, ანუ არიან სიტუაციაში, როდესაც მედია სრულფასოვნად ასახავს პოლიტიკურ პროცესებს, ჟურნალისტთა უსაფრთხოება გარანტირებულია, მედიის საკითხებში სახელმწიფოს ჩარევა მინიმალურია და პრესა არ განიცდის იურიდიულ და ეკონომიკურ ზეწოლას.
პლანეტის მოსახლეობის 42%-თვის პრესა ნაწილობრივ თავისუფალია, ხოლო 45% ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც პრესა საერთოდ არ არის თავისუფალი.
Freedom House-ის ინფორმაციით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანში, ირანში, კუბაზე, ჩრდილოეთ კორეაში, სირიაში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ეკვატორულ გვინეასა და ერითრეაშია.
2016 წელს, მედიის თავისუფლების მხრივ, მდგომარეობა გაუარესდა პოლონეთში, თურქეთში, ბურუნდიში, უნგრეთში, ბოლივიაში, სერბეთში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
მოხსენებაში წერია, რომ რუსეთის და ჩინეთის ხელისუფლებამ მედიაზე პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა, ასევე, იქ აქტიურ ზეწოლას ახდენენ უცხოურ მედიაზე და ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები