დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება – ახალი პარტია შეიქმნება თვითმმართველობის არჩევნების ფონზე

“მე დღეიდან ვბრუნდები პოლიტიკაში, ვბრუნდები იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე უკეთ, იმ თანამოაზრეებთან ერთად, ვინც მზად არის ქვეყნის სამსახურისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
​საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ახალი პარტია შეიქმნება თვითმმართველობის არჩევნების ფონზე.„მე დღეიდან ვბრუნდები პოლიტიკაში, ვბრუნდები იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე უკეთ, იმ თანამოაზრეებთან ერთად, ვინც მზად არის ქვეყნის სამსახურისთვის. მე არ ვაპირებ გვერდში ამოვიყენო 10-12 ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სახე, სადმე ამაღლებულ ადგილზე და იქიდან შეგპირდეთ ქვეყნის გადარჩენას. მოგახსენოთ, რომ ჯადოსნური ჯოხი გვიპყრია ხელში. არა, ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს ხელში. ჩვენ ჯადოსნური წრიდან ამოსვლას ვთავაზობთ საზოგადოებას ერთად. ახალი პარტია შეიქმნება თვითმმართველობის არჩევნების ფონზე და განმავლობაში, ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგებიდან რაციონალურ და საჭირო დოქტრინებსა და ფორმულებს გამოიყენებს ქვეყნის აღმშენებლობისთვის “, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები