კობახიძე სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით „ნაციონალების“ ბრალდებებს არაადეკვატურს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს გამოეხმაურა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპონენტების ბრალდებები ღირსების შემლახავი და არაადეკვატურია.
”ბატონმა ირაკლი სესიაშვილმა თავად ძალიან კარგი პასუხი გასცა იმ აბსოლუტურად ღირსების შემლახველ და არაადეკვატურ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა ერთ-ერთი ოპონენტი პარტიის მხრიდან. მძიმე შეფასებას იმსახურებს ის არასწორი და დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის შესახებ ამ პარტიის მხრიდან. ბატონმა ირაკლიმ ღირსეული პასუხი გასცა ამ შეურაცხყოფას”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები