პროკურატურის ორგანიზებით საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით პროექტი ,,იმიტირებული გამოძიება“ განხორციელდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, პროექტი ,,იმიტირებული გამოძიება“ განხორციელდა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მე-10 კლასის 28 მოსწავლემ, ორდღიანი გადამზადების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მოწვეულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა ექსპერტიზის საკითხებზე თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს, ყაჩაღობის კაზუსი განიხილეს.
51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროკურორების, გამომძიებლების, მოწმეებისა და დაზარალებულების როლი მოირგეს და იმიტირებული გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა/გამოკითხვა და ამოცნობა, ასევე, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, განახორციელეს დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავება და ჩხრეკა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებაზე იმიტირებულ გამოძიებაში მონაწილე მოსწავლეებს, საქართველოს პროკურატურის სახელით, პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ​
პროექტი ,,იმიტირებული გამოძიება“ მესამე წელია რაც ხორციელდება და მიზნად ისახავს მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს კანონმდებლობის პრაქტიკული შესწავლის ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები