დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის, ისევე, როგორც ეს გაკეთდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის დროს.
სამოქალაქო და პოლიტიკური ინიციატივებისა და მათი განხორციელების გეგმაზე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„საზოგადოებამ, ჩვენ, ხალხმა უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენს თაობას გვაკისრია არანაკლები მისია და ფუნქცია ჩვენი სამშობლოს წინაშე, ვიდრე ეს ეკისრებოდათ იმ ადამიანებს, ვინც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქმნიდა მე-19 საუკუნეში“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, შეიქმნას ახალი ცენტრისტული პარტია, ახლებური მიდგომებით.
“ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს. იგი სახელისუფლებო ბრძოლაში ჩაებმება, ქვეყნის გაძღოლისთვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით და ჩრდილოვანი მთავრობებით და არა რამდენიმე ლიდერისა და რამდენიმე ლოზუნგის ამარა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები