საქართველოს მოსახლეობა 2016 წელს, წინა წელთან შედარებით 0,1 პროცენტით შემცირდა

საქართველოს მოსახლეობა 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 0,1 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობის რიცხოვნობამ (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა) 3,718 მილიონი შეადგინა. მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე გავლენა მოახდინა 2016 წლის ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა და გარე მიგრაციის უარყოფითმა სალდომ. ​
საქსტატის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 57,2 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 42,8 პროცენტი – სასოფლო დასახლებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები