ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განსატვირთად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდი შენდება

ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განსატვირთად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდი შენდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე – 18-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.
​ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, სულ 15 ხიდი აშენდება. მათ შორის, არის ხიდები რომელთა მშენებლობაც, ახალი MSS ტექნოლოგიით – ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბის გამოყენებით ხორციელდება. ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს სოფელ საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელის – ვიადუკის მშენებლობა, რომლის სიგრძეც 1 180 მეტრია.
​ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ დაათვალიერა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. მათვე ცნობით, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 852 079.67 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები