დაპირისპირება სესიაშვილსა და იოსელიანს შორის – “თქვენ ხართ თავხედი და ამორალური” (ვიდეო)

“თქვენ ხართ თავხედი და ამორალური”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა “აქცენტებში” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, კოტე იოსელიანს მიმართა.
როგორც სესიაშვილმა განაცხადა, კოტე იოსელიანი და „ნაციონალური მოძრაობა“ მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ მისმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა. სესიაშვილის თქმით, მსგავსი ბრალდებები ცილისწამებას წარმოადგენს და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კოტე იოსელიანმა მტკიცებით ფორმაში თქვეს, რომ ჩემი შვილი არის დამნაშავე ქურდობაში, მტკიცებით ფორმაში თქვეს, რომ სამართალდამცველებმა მიჩქმალეს ეს და მტკიცებით ფორმაში თქვენს, რომ მე ამას ვმფარველობ. ამ სიტყვებზე მათ პასუხის გაცემა მოუწევთ, ეს არის თავხედობა, ამორალური საქციელი. მათ სიბინძურის მანქანა ჩართეს. ვაჟკაცობა არ გყოფნით, რომ ჩემთან პოლიტიკურ დებატებში შემოხვიდეთ ან რაღაც წინააღმდეგობა გაწიოთ, ამიტომ შვილებზე გადადიხართ“, – მიმართა სესიაშვილმა კოტე იოსელიანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები