რუსმა მწერალმა ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში სახეში წყალი შეასხა (ვიდეო)

რუსმა მწერალმა, ალექსანდრე ველერმა „ეხო მოსკვის“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ ოლგა ბიჩკოვას მიკროფონი ესროლა და წყალი შეასხა. მწერლის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ წამყვანი მას აწყვეტინებდა. თავად ბიჩკოვა კი ამბობდა, რომ ის კი არ აწყვეტინებს სტუმარს, არამედ დიალოგი მიჰყავს და შეკითხვებს უსვამს.
„ეხო მოსკვის“ მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიაჰოლდინგი მიხეილ ველერთან ყველა სახის ურთიერთობებს წყვეტს, ვიდრე ის ბოდიშს არ მოიხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები