სესიაშვილი კვესიტაძეს: ცილისმწამებლებმა ააგორეს ბინძური კამპანია და ამ ამორალურობის გადაფარვას ცდილობთ თქვენც (ვიდეო)

“მთელი ეს პროპაგანდა მიმართულია იქითკენ, რომ “გააპრავოთ” ამორალობა”, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „აქცენტების“ წამყვანს,  ეკა კვესიტაძეს.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამორალური კამპანია წამოიწყო, რასაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „აპრავებს“.
„მე ვარ, როგორც მშობელი, შეურაცხყოფილი, როგორც თანამდებობის პირი, ვარ შეურაცხყოფილი. თქვენ მე მეძახით გადაცემაში, მიფრიალებთ რაღაც ამობეჭდილ დოკუმენტებს და ელემენტარულად, არ გინდათ, მოისმინოთ, რომ პროპაგანდას ეწევით და ამ პროპაგანდაზე ახსნა არ გაქვთ არც თქვენ, არც თქვენს ჟურნალისტებს. ძალიან მარტივია, როცა მართალი ხარ. ჩვენმა ცნობილმა ცილისმწამებლებმა ააგორეს პოლიტიკური კამპანია და დაიწყეს ბინძური, ამორალური ქმედება და აი, ამ ამორალურობის გადაფარვას ცდილობთ თქვენც, „რუსთავი 2“-იც, მთელი ეს პროპაგანდა მიმართულია იქითკენ, რომ “გააპრავოთ” ამორალობა. ჩემი შვილი არის აბსოლუტურად უდანაშაულო“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები