ირინა მილორავა სემეკის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

​დღეს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა კომისიის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ირინა მილორავა ისაუბრებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორებში 2016 წელს არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციის საჯაროობის განხორციელებულ პროექტებზე და კომისიის სხვა აქტივობებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები