სესიაშვილი „რუსთავი 2“-ს პროპაგანდაში ადანაშაულებს: დოკუმენტს რომ აქვეყნებთ, ეს უნდა იყოს ასლი ან უნდა იყოს ხელმოწერილი (ვიდეო)

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მის შვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დოკუმენტების ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
საუბარია ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის საქმეზე სუს-სა და შსს-ს შორის მიმოწერის თაობაზე ტელეკომპანიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე.
ტელეკომპანიის მტკიცებით, 2017 წლის 24 თებერვალს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მიერ ხელმოწერილ წერილში ნათქვამია, რომ ავტომანქანის ქურდობის საქმეზე დავით სესიაშვილი დაკითხული იყო მოწმის სახით.
„რამე დოკუმენტს, რომ აქვეყნებთ, ეს უბრალოდ, ამობეჭდილი კი არ უნდა იყოს, ან უნდა იყოს ასლი ან უნდა იყოს ხელმოწერილი, დააბრუნეთ კადრი და მანახეთ, რომ ეს არის ხელმოწერილი დოკუმენტი. რასაც თქვენ ეწევით, ეს არის პროპაგანდა. ეს არ იყო დოკუმენტები, ამისი გაკეთება ნებისმიერს შეუძლია. მე მინდა, „რუსთავი 2“ -ს ვუთხრა: სამარცხვინოდ იქცეოდით დღეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები