ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირება, შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირება, შესაძლოა, სერიოზულ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს, მაგრამ ის არსებული სიტუაციის დიპლომატიური გზებით გადაჭრის მომხრეა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის, რომელიც ქვეყანას სათავეში 27 წლის ასაკში ჩაუდგა, საკმაოდ რთული პერიოდია. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ლიდერს სი ცზინპინს, რომელიც ასევე ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარებას ცდილობს.
„ის ძალზე ბევრს აკეთებს, ის ძალიან კარგი ადამიანია. მას არ სურს იქ რაღაც კონფლიქტი და ადამიანების დაღუპვა“, – განაცხადა ტრამპმა.
აქამდე ტრამპი ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარების საკითხში ჩინეთის პოზიციით უკმაყოფილო იყო.
აშშ-ის პრეზიენტმა ისიც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები