ზუგდიდის სამმართველოსთან გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

19 წლის გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. საავადმყოფოდან ცირგაიას მშობლებმა და ახლობლებმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. მათ გზის გადაკეტვა სცადეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ოჯახის ორი წევრი სამმართველოს შენობაში გამოკითხეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები