პარიზში პოლიციამ მოსწავლეთა საპროტესტო აქცია დაშალა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პოლიციამ სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის და მარინ ლე პენის გასვლას აპროტესტებდნენ
„არც მაკრონი, არც ლე პენი“, – სკანდირებდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. შემდეგ მათ ბასტილიისკენ მსვლელობა მოაწყვეს და პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ გაზი გამოიყენა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
აქციები პარიზის რამდენიმე სკოლის შესასვლელთანაც მოეწყო, რის გამოც მათი ფუნქციონირება პარალიზებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები