„ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, გადავიდეთ, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე“

​”მიგვაჩნია, რომ ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, გადავიდეთ, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. ​
​როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუციაში ცვლილების დღევანდელი დოკუმენტით, გათვალისწინებულია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა მომავალ წელს.
​„მიგვაჩნია, რომ ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადავიდეთ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე. ასეთია ჩვენი ხედვა სისტემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარებას, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი. მთავარია, ამ პოლიტიკურმა კომპრომისმა არ დაკარგოს თავისი აზრი. აქ საუბარია საერთო პოლიტიკურ კომპრომისზე. ჩვენი ხედვა არის განსხვავებული პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ჩვენ მივდივართ კომპრომისის გამო ამ კონკრეტულ ნაბიჯზე, ანუ ვტოვებთ შვიდი წლით იმ სისტემას, რომელიც მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, არის არასწორი. ამას ვაკეთებთ საერთო პოლიტიკური კომპრომისის ჭრილში. თუ ეს დაკარგავს აზრს, ამ შემთხვევაში, შეიძლება გადაიხედოს ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები