ლონდონში პოლიციამ დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა (ფოტოკოლაჟი)

ლონდონის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, პოლიციამ დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. ის ტერაქტის მოწყობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე დიდი დანა ჩანს.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ლონდონის ცენტრში 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.
ამჟამად პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები