გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აჭარის დანაყოფების თანამშრომლები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აჭარაში სამუშაო თათბირი ჩაატარა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გიორგი მღებრიშვილმა, თათბირის მონაწილეებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, მათ ახალი დავალებები მისცა.
შს მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი გიგა ქათამაძე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწეული წარმატებისათვის მედლებით დააჯილდოვა. სხვადასხვა სახის ჯილდოები გადაეცათ ასევე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები