გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით სამხედრო მოსამსახურე დააკავეს

გერმანიის შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ქალაქ ფრანკფურტის პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში სამხედრომ ვენის აეროპორტის ტუალეტში პისტოლეტი დამალა. იარაღი ავსტრიის პოლიციამ აღმოაჩინა და ტუალეტზე თვალთვალი დააწესა.
ეს პირი იარაღის წასაღებად თებერვალში დაბრუნდა. ავსტრიის სამართალდამცველებმა ის დააკავეს და შესაბამისი ინფორმაცია გერმანიას გადასცეს.
გერმანიის პოლიციამ დაადგინა, რომ მამაკაცმა 2015 წელს საკუთარი თავი სირიელ ლტოლვილად წარადგინა და ბავარიის მიგრაციულ ორგანოებში დარეგისტრირდა. გამოცემა “Welt”-ის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე თავდასხმის მოწყობას გეგმავდა და შემთხვევის ადგილზე იარაღის დატოვებას აპირებდა.
მისი მონაცემების შემოწმებისას, პოლიცია დაადგენდა, რომ თავდასხმა მიგრანტმა მოაწყო, რაც ლტოლვილების დისკრედიტაციას გამოიწვევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები