საქართველო იმ 25 ქვეყანას შორის აღარ მოხვდა, რომლის მოქალაქეებიც გერმანიაში ყველაზე მეტ დანაშაულს ჩადიან

2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, პირველად ბოლო წლების განმავლობაში საქართველო აღარ მოხვდა იმ 25 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებიც გერმანიაში ყველაზე მეტ დანაშაულს ჩადიოდნენ.
ამის შესახებ საუბარია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკის ანგარიშში.
შარშან საქართველო მე-19 ადგილზე იყო.
„გუშინ გამოქვეყნდა 2016 წლის გერმანიის საპოლიციო სტატისტიკა, რომელშიც, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, შეინიშნა პოზიტიური ტენდენცია და საქართველო არ მოხვდა იმ 25 ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩადიან გერმანიაში დანაშაულს. ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ასეთი კლება“, – განაცხადა „მოამბესთან“ საუბრისას საქართველოს პოლიციის ატაშემ გვანცა ჩხვიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები