„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დასრულდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დასრულდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, სულ შესულია 153 განაცხადი. მსურველებმა განაცხადი 5 მიმართულების 9 გადაცემაზე წარადგინეს. მიმართულება: სოციალური – 28 განაცხადი, სოციალური თოქ-შოუ: 28 განაცხადი, მიმართულება: კულტურა – 40 განაცხადი, კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა – 21 განაცხადი, კულტურის სიახლეების მიმოხილვა – 19 განაცხადი, მიმართულება: შემეცნებით-საგანმანათლებლო – 48 განაცხადი, ჯანსაღი ცხოვრება – 2 განაცხადი, სოფლის მეურნეობა – 5 განაცხადი, ისტორია/ლიტერატურა/მეცნიერება – 41 განაცხადი, მიმართულება: საბავშვო-ახალგაზრდული – 29 განაცხადი, საბავშვო შემეცნებითი გადაცემა – 17 განაცხადი, საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა -12 განაცხადი, მიმართულება: შემეცნებით-გასართობი – 8 განაცხადი, კულინარიული შოუ – 8 განაცხადი.
​შეგახსენებთ, რომ კონკურსი 3 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონკურსი შეფასების 3 ეტაპს მოიცავს და 5 მიმართულების 9 გადაცემის შერჩევას ისახავს მიზნად. გადაცემებს 12-კაციანი კომისია შეარჩევს, რომელსაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მედიაწარმოების დირექტორი – პაატა ქურდაძე უხელმძღვანელებს.
კომისიის შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები: დრამატურგი – თამარ ბართაია, სოციოლოგი – იაგო კაჭკაჭიშვილი, მედიაკრიტიკოსი – დავით ბუხრიკიძე, სცენარისტი, რეჟისორი – სოფო ბაბლუანი, აგრეთვე, “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან”: თეო მაზმიშვილი – წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი; რუსუდან მანჯგალაძე – სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი; კოტე ჯანდიერი – დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი; თემურ გოგოლაძე – წარმოების დეპარტამენტის უფროსი; კახაბერ ბუხრაშვილი – ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი; რუსუდან ახვლედიანი – კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი; თამარ კაციტაძე – ონლაინ მედიის ხელმძღვანელი.
​ ის აპლიკანტები, რომლებიც პირველ ტურს წარმატებით გადალახავენ, მაისის დასაწყისში კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. მესამე ტური კი გადაცემის პილოტის მომზადებას ითვალისწინებს. კონკურსში საუკეთესოდ დასახელებული პროექტები ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები