საგარეო უწყება ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლებს გამოავლენს

საგარეო უწყება ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლებს გამოავლენს.
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“.
პროგრამის მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა.
მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2017 წლის ივნისში მართავს პროგრამის დასკვნით ღონისძიებას, რომლის მიზანია ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების აღიარება.
პროგრამის თანახმად, მაღალ-პროფილური დიასპორის ნომინირება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში: მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის , ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის, სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს უცხოელი მეგობარი კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2017 წლის 21 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები