თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

 დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში, სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), შეშელიძის (ნაწილობრივ), წყალსადენის, ხევძმარის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჩიტაძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ფანასკერტელ-ციციშვილის, ბახტრიონის და ლიხაურის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჭყონდიდელის, ერისთავის, ნინუას, მესხის, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის და სტურუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება ჟვანიას და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: 9 ძმის და ყირიმის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები