სოლომონ პავლიაშვილი სლოვაკ ბიზნესმენებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი  სლოვაკ ბიზნესმენებს, კერძოდ, კომპანია “TANK-MAT” ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ბენზინგასამართი სადგურების განთავსებაზე იმსჯელეს, რომლებიც მწვანე ტექლონოგიების პრინციპებთან შესაბამისობაში იქნება. კერძო კომპანიამ მსგავსი სადგურები სლოვაკეთში თითქმის 50 ლოკაციაზე განათავსა. მხარეებმა საქართვლოში მიკროელექტრო  სადგურების მშენებლობის საკითხებიც განიხილეს, რაც  კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას  და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას.
პროექტების განვითარება  კიდევ უფრო წაახალისებს  მწვანე ეკონომიკას, როგორც საგადასახადო შეღავათებით, ასევე, მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის გარანტირებული რეალიზაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები