საფრანგეთის კინოფესტივალზე ქართული ანიმაციური ფილმი “ჯიბის კაცი” ორი პრიზის მფლობელი გახდა

საფრანგეთში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე L’Ombre d’un court ანა ჩუბინიძის ანიმაციურმა ფილმმა “ჯიბის კაცი” ორი ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო სცენარი ახალგაზრდული ჟიურისაგან და ახალგაზრდა მაყურებლის პრიზი.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, “ჯიბის კაცი” პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა ანიმაციაში. ფილმი ეროვნული კინოცენტრის დახმარებით, სტუდიაში “კვალი XXI” და ფრანგულ სტუდია ფოლიმაჟში 10 თვის განმავლობაში იქმნებოდა.
“ჯიბის კაცი” საერთაშორისო მაყურებლის წინაშე პირველად ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში წარდგა. წარმატებული მსოფლიო პრემიერის შემდეგ კი მონრეალის კინოფესტივალზე 2 ჯილდოს მოპოვება შეძლო.
ზაფხულში “ჯიბის კაცი” ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან, ანსის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები