ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე ჟვანიას სკოლის საქმიანობის შესახებ ეშტიის საჯარო სკოლის მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება მოეწყო. ამასთანავე, სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიების დასასრულს, ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ლალაზარ აროიანს, ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაციას და მათი ქართული ენისა და კულტურის მიმართ ინტერესის გაღრმავებას.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვაან აროიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები