ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილს თავისივე გამოზრდილი მიშისტები აუმხედრდნენ
“სააკაშვილს თავისივე გამოზრდილი მიშისტები აუმხედრდნენ,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იციან, თუ როგორი დაზიანებულია სააკაშვილის იმიჯი, როგორც პოლიტიკოსის, თუმცა იმას ვერ აცნობიერებენ, რომ თავადაც ზუსტად ისე არიან დაზიანებულები, როგორც სააკაშვილი, ვინაიდან ყველა აქტორი მონაწილე იყო ტოტალიტარული რეჟიმის და მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში არ არიან, ეწევიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.