The Beatles-ის ყოფილი წევრები კვლავ შეიკრიბნენ

ყოფილი მუსიკალური ჯგუფის „ბითლზის“ წევრებმა, პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა, ახალი სიმღერა ერთად ჩაწერეს, რომელიც, წყაროების ცნობით, შესაძლოა, მათი დუეტის სახით ბოლო ნამუშევარი იყოს.

მუსიკოსები, რომლებიც 83 და 85 წლის არიან, გაერთიანდნენ, რათა ჩაეწერათ სიმღერა, რომელიც ლივერპულში მათ ბავშვობას ეძღვნება.

ტრეკი სახელწოდებით „Home To Us“ მაკარტნის მომავალ ალბომში შევა, რომლის გამოშვებაც მომავალ თვეშია დაგეგმილი.

ერთი დღით ადრე, ლოს-ანჯელესში, გულშემატკივრების შეზღუდული წრისთვის, ახალი ალბომის დახურული პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც „Home To Us“ პირველად შესრულდა საჯაროდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები